გუშინ ღამით აეროპორტთან საქართველოს მთავრობიდან ქართველი გმირების დასახვედრად მხოლოდ პრეზიდენტი მივიდა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოასვენეს. მოსახლეობამ ქართველ ჯარიკაცებს ბოლო პატივი მიაგო.
შეგახსენებთ, რომ ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს.
ფოტო - „მთავარი არხი“