ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს

24-03-2022, 09:07 - 2022
758
       

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. 
 
მათ აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები დახვდნენ. 
 
ქართველი მეომრები ჩოხოსნების თანხლებით გამოასვენეს. მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს. 
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 
 
შეგახსენებთ, რომ ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები