ბელარუსი და უკრაინა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბელარუსი და უკრაინა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

3-02-2022, 19:20 - 2022
1 017
       

ბელარუსი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა 24 იანვარს უკანონოდ გადაკვეთა ბელარუსის საჰაერო სივრცე. 

მათივე მტკიცებით, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „ის გაშვებული იყო უკრაინის ტერიტორიიდან ბრესტკის სამხედრო პოლიგონზე უკანონო სადაზვერვო საქმიანობის მიზნით“.

ბრალდებას ტვიტერით პასუხობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო და ბელარუსს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

ის უარყოფს დრონების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტს.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები