თაკო ჩარკვიანი - ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო

თაკო ჩარკვიანი - ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო

22-03-2022, 18:00 - 2022
1 815
       

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო. 
 
ამის შესახებ მან „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
 
ათვლა მიხეილ სააკაშვილზე არ ჰქონდა რუსეთს, გათვლა ჰქონდა ჟვანია-ბურჯანაძეზე და ედუარდ შევარდნაძის დამსახურება ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ ეპიტნავებოდა, დასავლეთის ტიპი ამჯობინა რუსეთის ტიპებს“, -  ამბობს ჩარკვიანი.
 
- ჟვანიაც რუსეთის კაცი იყო?
 
რა თქმა უნდა, მე გეუბნები, თუ რაიმე დასავლური შემოიტანა ამ ქვეყანაში ვინმემ, ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. არ არსებობდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი. ბევრი რამ, რასაც ხედავთ ჟურნალისტები, კულუარებში ასე არ არის, და ბევრი რამ თამარ ჩარკვიანმა კულუარული იცის“,- აღნიშნავს ჩარკვიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები