„გაბრაზებული ვარ თქვენზე“ - გამყრელიძე

„გაბრაზებული ვარ თქვენზე“ - გამყრელიძე

22-03-2022, 13:10 - 2022
1 340
       

„გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე და სამწუხაროდ, თქვენზეც, ვინც სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აიცრა“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ფაიზერზე“ საუბრისას.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინას შეეძლო დაეცვა ბევრი ადამიანის სიცოცხლე.
 
ძალიან გული მწყდება, ვარ გაბრაზებული ჩემ თავზე, ვარ ასევე გაბრაზებული, სამწუხაროდ, თქვენზეც ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო, დაეცვა ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად ბევრი საუბრისა, ხვეწნისა, მუდარისა, მაინც არ აიცრნენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები