„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოიხსნა ყველა ის შეზღუდვა, რაც პანდემიასთან არ იყო დაკავშირებული.
„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება.
მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადე, ორშაბათიდან აღარ იქნება ამის საჭიროება. ასევე, ყველა ის შეზღუდვა, რაც პანდემიასთან არ იყო დაკავშირებული.
დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეში პირბადის გამოყენება და საზღვარზე შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.