ვაშაძე: გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი

ვაშაძე: გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი

22-03-2022, 00:49 - 2022
1 769
       

„გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას კრიტიკას. 
 
გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძე 16 მარტს გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. 
 
ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, ამ ხელისუფლების ტრაგედიაა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ, რისი თქმაც გინდა... პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმითი, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები