„NATO-ში არ გვიღებენ, რადგან რუსეთის ეშინიათ, სულ ესა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, არიან „ნატო“-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ უსაფრთხოების გარანტები იყვნენ, მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ალიანსში 100%-იან წევრობის შესახებ ვერ გვესაუბრებიან.
„უკვე ყველაფერი გვესმის - „ნატო“-ში არ გვიღებენ, რადგან რუსეთის ეშინიათ. სულ ესაა. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და ვთქვათ - „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები მოგვეცით“.
არიან „ნატო“-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ უსაფრთხოების გარანტები იყვნენ, მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ალიანსში 100%-იან წევრობის შესახებ ვერ გვესაუბრებიან.
ამასთან, ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც ალიანსს მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ მედიასთან საუბრისას.