პრემიერი სააკაშვილზე - ომის დროს უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა, ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე

პრემიერი სააკაშვილზე - ომის დროს უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა, ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე

21-03-2022, 15:38 - 2022
2 016
       

„ომის დროს უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა, ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ასწავლიდეს ქვეყნის სიყვარულს.
 
ჩვენ, სამწუხაროდ, გვახსენდება გმირობის არა ერთი მაგალითი, ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების აგვისტოს ომის დროს. 
 
უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე, უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. 
 
ასე რომ, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, ეს მოღალატეობრივი და რადიკალური ჯგუფი დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს
“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები