ღარიბაშვილი უკრაინის სოლიდარობის აქციებზე - სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო, ეს არის მეხუთე კოლონა

ღარიბაშვილი უკრაინის სოლიდარობის აქციებზე - სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო, ეს არის მეხუთე კოლონა

21-03-2022, 15:21 - 2022
1 073
       

„სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო, ეს არის მეხუთე კოლონა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის სოლიდარობის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ამას არ დაუშვებს და მოსახლეობის ინტერესს დაიცავს ბოლომდე.
 
სამწუხარო რეალობაა, რომ მთელს მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ეხლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. 
 
მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. 
 
ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყლადი, მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. 
 
მე უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აღნიშნული აბსოლუტურად მიუღებელია. უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა და ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. 
 
ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე
“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები