უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი ქვეყანაში არ შეიჭრებოდა.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა მივიღო უსაფრთხოების გარანტიები ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის. თუ NATO-ს წევრები მზად არიან, რომ ალიანსში გვიხილონ, მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთონ, რადგან ხალხი ყოველდღიურად იღუპება“, - განაცხადა ზელენსკიმ.