თოვის გამო, თბილისში ზოგიერთ მარშრუტზე ავტობუსების მუშაობა შეჩერებულია - ნახეთ ჩამონათვალი

თოვის გამო, თბილისში ზოგიერთ მარშრუტზე ავტობუსების მუშაობა შეჩერებულია - ნახეთ ჩამონათვალი

20-03-2022, 19:57 - 2022
1 749
       

ინტენსიური თოვის გამო, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. 
 
მერიის ცნობით, 10-ზე მეტ მარშრუტზე ავტობუსები მოქალაქეებს ვერ ემსახურება.
 
მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:
 

  • N4 ბარათაშვილი - წავკისი
  • N10 ბარათაშვილი -კოჯორი
  • N29 სადგურის მოედანი - სოფ. თხინვალა
  • N89 ვაჟა-ფშაველას მე-4 მკრ.( ვეძისი ) - დიდუბე
  • N90 ბარათაშვილი - ოქროყანა (მთაწმინდა)
  • N99 მს დელისი - ნუცუბიძის მე-5 მ/რ
  • N103 ბარათაშვილი - ტაბახმელა
  • N106 ბარათაშვილი - კიკეთი
  • N112 ბარათაშვილი - შინდისი
  • N334 მს დელისი - წყნეთი
  • N363 სახ. უნივერსიტეტი - სოფ. თხინვალა
 
ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:
 
  • N6 ბარათაშვილი - პოლიტკოვსკაიას ქ.
  • N18 მს ისანი- პატარა ლილო
  • N27 სადგურის მოედანი - ვაშლიჯვარი
  • N47 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე
  • N88 ბარათაშვილი - ნუცუბიძე
  • N107 მს დელისი - სოფ ლისი (წოდორეთი)
  • N301 წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქ.
  • N332 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები