დიდთოვლობა ქვეყანაში - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე

დიდთოვლობა ქვეყანაში - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე

20-03-2022, 10:21 - 2022
769
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
 
რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ120 (ნატახტარი-აგარები) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
 
ახალქალაქი -კარწახის  საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები