განათლებისა სამინისტრო განცხადებას აკეთებს

განათლებისა სამინისტრო განცხადებას აკეთებს
19-03-2022, 12:24 - 2022
1 603

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო.
 
უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია.
 
ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება“, - აცხადებენ სამინისტროში.



კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები