ამირან გამყრელიძე: პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო აცრაზე გადის

ამირან გამყრელიძე: პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო აცრაზე გადის

3-02-2022, 14:30 - 2022
2 266
       

„გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% ივლისამდე უნდა აიცრას“, - ამის შესახებ ncdc-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის გეგმასთან დაკავშირებით თქვა.

მისი თქმით, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ და ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვაქცინაციის გეგმა უნდა შევასრულოთ. 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის.

„“ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე დოზით აცრა გახლავთ. „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან დაცვა 80%-ზე მაღალია. რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები