საქართველო რუს ოლიგარქს აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს

საქართველო რუს ოლიგარქს აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს

18-03-2022, 20:48 - 2022
3 753
       

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველო რუს მილიარდერს უკრაინაში ომის ფონზე, აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს.
 
მიხაილოვის ისტორიული საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია - 8 შენობა ეზოებით, ჯამში 20 000 კვადრატულზე მეტი შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად იყიდა. 
 
შალვა ბრიუსი, გენერალ ალექსანდრე ლებედთან დაახლოებული ოლიგარქია. ბრიუსს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. მედიის ინფორმაციით, შესყიდვა 18 დღის წინ  განხორციელდა. ბრიუსს რუსული წყაროების მიხედვით ბიძინა ივანიშვილთანაც აქვს კავშირები.
 
რუსმა ოლიგარქმა ხელოვნების ცენტრად ეს ადგილი 6 წელში უნდა გადააკეთოს, თან ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანდეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები