ეკონომიკისა სამინისტრო საქართველოს ცაზე რუსული ბოინგის გადაფრენის შესახებ განცხადებას აკეთებს

ეკონომიკისა სამინისტრო საქართველოს ცაზე რუსული ბოინგის გადაფრენის შესახებ განცხადებას აკეთებს

18-03-2022, 20:21 - 2022
5 430
       

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს, რომ რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა  საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. 
 
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესრულდა სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც დამატებითი ნებართვა არ სჭირდება
 
განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით  RA76429. 
 
აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება  საქართველოს მხრიდან რაიმე  დამატებითი ნებართვა -  რეისის შესასრულებლად  ავიაკომპანიის მიერ ივსება  მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში“
, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები