ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს

ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს

18-03-2022, 18:12 - 2022
774
       

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს. 
 
დენისოვამ ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
 
მე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოხატა ჩვენ მიმართ“, - განაცხადა დენისოვამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები