პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს პასუხობს.
ის ამბობს, რომ უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზე ინიციატივას არ განიხილავს.
„რაც შეეხება ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივებს, იცით, რომ იყო რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ არც კი შევდივართ ამ ინიციატივების განხილვაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არის ქვეყანაში არეულობა და ჩათრევა ჩვენი ქვეყნის ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში.
ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა, არ უნდა არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას, ესეც გვაჩვენებს რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ რაღაც ისტერიის აწევა და ა.შ.“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.