გორში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან მისულ სამოქალაქო აქტივისტს რადიკალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ.
პუტინისტურმა დაჯგუფებამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ ჟურნალისტებს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტი მაია სიჭინავა დაინტერესდა, ვინ მიაქირავა რადიკალურ დაჯგუფებას ფართი, სადაც მათ ოფისი აქვთ გახსნილი.
ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. მათ რადიკალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ტერიტორიას განარიდეს.