ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამს მოქალაქეები სერიოზულად უნდა მოეკიდონ.
მისი თქმით, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების პირობებში მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და ვაქცინაციის ჩატარება. კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინის მესამე დოზა არის გარანტია, რომ ინფიცირების შემთხვევაში, 95%-ში ჰოსპიტალში არ მოხვდები.
„ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მის შიდა გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმას, სისწრაფეს და გავრცელებას, რომელიც დღეს აქვს. უნდა დაიცვათ პირბადის ტარების წესი. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება. მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ „ომიკრონის“ განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხდება“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი „რუსთავი 2“-თან.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, 8 326 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 250 108 შემთხვევა, მათგან 15 102 პირი გარდაიცვალა, 1 038 391 კი გამოჯანმრთელდა.