კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს - გიული ალასანია

კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს - გიული ალასანია

17-03-2022, 20:16 - 2022
669
       

„დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას.
 
მან ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
 
კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს. დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან.
 
ამას ვხედავთ, რაც სიკეთეს არ მოგვიტანს. ერთი მტკიცე პოზიცია უნდა იყოს, რატომ რუსეთისკენ? იმიტომ, რომ კორუფცია და კრიმინალი ყველაზე კომფორტულად სწორედ რუსეთშია.
 
ეს არის მიზეზი, რის გამოც გული უფრო რუსეთისკენ მიუწევთ, მაგრამ მე ჩვენი ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არავინ დაუშვებს
“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები