„მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს ასეთი მესაზღვრე, რომელიც ეკითხება, თქვენ ოპოზიციიდან ბრძანდებით, თუ პოზიციიდან“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვას.
გომელაური ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს და საუბარი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მითითებებს იძლევა, ტყუილი და არალოგიკურია.
„რაც შეეხება დოჟდის ჟურნალისტს. ატყდა ამბავი და გასაგებია. გადაწყვეტილება მიიღო მესაზღვრემ. იმას თავის სმენის უფროსი ჰყავს, ხელმძღვანელები ჰყავს, შეიძლება ვინმეს დაურეკა, არ დაურეკა, ეს მეორე თემაა.
მე მინდა ხაზი გავუსვა, როდესაც რამდენიმე ჟურნალისტი უკვე შემოსული იყო იგივე ტელევიზიის წარმომადგენლები, ეს იყო მეცხრე, მეათე, მეთორმეტე თუ მეცამეტე, ეს ერთი ადამიანი რა პრინციპი იყო, ეს იყო ყველაზე ვარსკვლავი მაგ დოჟდის იმაში, გადაცემაში, ტელევიზიაში და ეს პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით (?!) რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს , მაშინ არავის არ შემოვუშვებდით ხო ეგრეა ლოგიკურად. შემოვიდა 12 თუ 14 , ან 3 და ერთი არ შემოუშვეს.
პრინციპულად, რომ დოჟდის ჟურნალისტებზე იყო აქცენტი, ან დავალება, ლოგიკაშიც არ ჩანს და ვერ დაგეთანხმებით“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში.