გომელაური: ესებუა შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება - ვერ

გომელაური: ესებუა შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება - ვერ

17-03-2022, 17:20 - 2022
811
       

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ზუგდიდში ბანკის ფილიალის დაყაჩაღებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც ამბობს, რომ ბადრი ესებუას დასაკავებლად „ოპერატიულად მუშაობენ“.
 
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ესებუას დაკავება მასზე მეტად არავის უნდა.
 
ბადრი ესებუას თემა ახსენეთ ისევ. მე ბევრჯერ გამიკეთებია ეს განცხადება, ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ დავიჭიროთ. გეთანხმებით, გავიდა წელიწადნახევარი და იქიდან გამომდინარე, რომ მას არ მოუკლავს არავინ, არ დაუჭრია და არაფერი, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, გეთანხმებით სრულიად... ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ...
 
პრობლემაა, მესმის ვმუშაობთ, წელიწადნახევარი ბევრია შეიძლება, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ. ხვალვე დავიჭერ მაგრამ ერთ თვეში, ამას ვერავინ ვერ გეტყვით. მე რომ ვთქვა, 1 თვეში დავიჭერთ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ
“, - განაცხადა გომელაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები