„2008 წლის ომის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის მიჰყიდა სტრატეგიული ობიექტები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერთან, მატეუშ მორავეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ ამის შედეგია, რომ საქართველო დღესაც ოკუპირებულია.
„სამწუხაროდ, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა რუსეთს სანქციები და მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.
პირიქით, ომის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები.
ასევე, რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი და რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.