„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, საფრთხის გათვალისწინებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ვიზიტს არ ურჩევდა.
ამის შესახებ დეპუტატმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„პრემიერ-მინისტრმა რომ მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, აი, რა გითხრათ, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი.
როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.