თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მერია ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.
განცხადებაში ვკითხულობ, რომ მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.
„აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე.
ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში.