მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დროს სანთელი აანთო და ლოცვა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დროს სანთელი აანთო და ლოცვა დაიწყო

17-03-2022, 12:47 - 2022
1 576
       

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო.
 
მან განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.
 
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით, მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე  ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს ეხება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები