პოლონეთის პრემიერი დღეს ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება - ცნობილია განსახილველი თემები

პოლონეთის პრემიერი დღეს ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება - ცნობილია განსახილველი თემები

17-03-2022, 10:08 - 2022
1 006
       

დღეს, 17 მარტს საქართველოში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიცკი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
 
პოლონეთის მთავრობის თანახამად, პრემიერები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, იმ ეკონომიკური სანქციების გავლენას ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.
 
პრემიერები ასევე ისაუბრებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზეც.
 
საქართველოს მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში იქნება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები