თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ენმ“-ის ბრალდებებს უპასუხა.
მისი განცხადებით, მათი განცხადებები არის უდიდესი ტყუილი.
„ეს არის უდიდესი ტყუილი და წარმოუდგენელი ბრალდება იყო, რომელიც იქნა გაჟღერებული მელიას მხრიდან, სამარცხვინო.
მერე გამოდიან, დაჯდებიან რაღაც ისეთი სახეებით და - „ჩვენ ნოლები ვართ“, - იძახიან, „ნოლები ვართ ჩვენ“.
რა თქმა უნდა, იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები.
ფარჩაკებს ვიყენებ, აი, ეს არის სრული შესაბამისი სიტყვა ამ პოლიტიკური პარტიისთვის, პოლიტიკური პარტია კიდევ ზედმეტი ნათქვამია, ეს არის კონკრეტული ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ანტისახელმწიფოებრივს, არის ბოროტი ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე თავიანთი მედიით, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.