გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურისა და პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს შეხვდნენ.
ხანიშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით.
მისი განმარტებით, თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან და აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები.
„სამომხმარებლო ბაზარი სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება.
ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პურის წარმოება და მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება.
დიდი წარმოებები ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.