„მიზანი იქნება მიღწეული“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში განცხადებას აკეთებს

„მიზანი იქნება მიღწეული“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში განცხადებას აკეთებს

16-03-2022, 17:46 - 2022
1 023
       

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს თემა ნატოში ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება მიღწეული.
 
საქართველოს თემა ნატოში ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა. ნატოს მინისტერიალზე ყველა გამომსვლელმა უკრაინასთან ერთად ცალსახად აღნიშნა საქართველოს გამოწვევები, მისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევაში დახმარების აღმოჩენის სურვილი. 
 
ყველაზე აქტუალური საკითხი იყო მიმდინარე ომის ესკალაცია. სანქციებითა და სხვა მექნიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. 
 
ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს გუნდს ახლა აქვს სწორი პოლიტიკა, ეს კითხვებს არ აჩენს არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. 
 
ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რაც გვაქვს. ეს არის საბოლოოდ, საქართველოს ცივილური სამყაროს ნაწილად ქცევა
“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები