რუსეთმა შეერთებულ შტატებს პერსონალური სანქციები დაუწესა, „შავი სიის“ სათავეში შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოექცა, თუმცა რუსეთში დაავიწყდათ მისი სახელისთვის მიეწერათ ჯუნიორი, ამიტომ სანქციები დაუწესეს ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას.
რაც შეეხება სხვა პირებს თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, რომ მათ რუსეთში არც ანგარიშები აქვთ და არც ტურისტულად ჩასვლას გეგმავენ იქ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის, თეთრი სახლის პრესმდივანს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.