ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომენტარი გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხები განიხილეს სვენ მიქსერთან.
როგორც „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩავარდნილ რეფორმებსა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხს. საუბარი იყო ასევე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც.
„არცერთ რეფორმა, რაც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით არ განხორციელდა. ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები რაც შეეხება მართლმსაჯულებას, სასამართლოსა და ძალაუფლების განაწილებას, არც ერთი მიმართულებით არანაირი ძვრა არ განხორციელებულა. საუბარი იყო რეზოლუციაზე რომელიც იქნა მიღებული ახლა ცალმხრივად ქართული ოცნების მიერ. აქაც ითქვა რომ პრაქტიკულად ჩვენ ყველა შენიშვნაზე უარი ვთქვით იმის სანაცვლოდ რომ ყოფილიყო კონსენსუსი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.