„ჩემი მთავრობის გამო უკრაინელ ხალხს ბოდიში, ძალიან მრცხვენია“, - ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ F.C. København-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ხედავს რასაც აკეთებენ ოკუპანტები უკრაინაში.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო უკრაინას, მის პრეზიდენტს და ყველა დაშავებულს, რადგან ჩემმა მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე, ასევე გადაწყვიტა არ შეუერთდეს სანქციებს.
ამისთვის, ბოდიში უნდა მოვიხადო. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით, მათ მთელი მსოფლიო სჭირდებათ. მათ ყველა ეხმარება და მე ძალიან მრცხვენია, რომ ჩემმა მთავრობამ, იმ ქვეყანაში, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, უარი თქვა მოხალისეების გაგზავნაზე, რომლებიც იმ ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, რომლებმაც მოახდინეს ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც მათ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს. მე მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს თავს ზემოთ თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ბომბებს ყრიდნენ.
2014-ში მათ მოახდინეს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირება, ხოლო დღეს, ყველა ხედავს რასაც აკეთებენ“, - განაცხადა დავით ხოჭოლავამ.