კიევი ბოლო 8 წელია დონბასის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ახორციელებს, ჩვენ ამას ვაჩერებთ - ლავროვი

კიევი ბოლო 8 წელია დონბასის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ახორციელებს, ჩვენ ამას ვაჩერებთ - ლავროვი

15-03-2022, 19:19 - 2022
914
       

„ჩვენ ახლა იმით ვართ დაკავებული, რომ საომარ მოქმედებებს ვაჩერებთ, რომელსაც კიევის რეჟიმი უკვე ბოლო 8 წელია, დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
 
ლავროვი ოფიციალურ კიევს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. 
 
ჩვენ ახლა იმით ვართ დაკავებული, რომ საომარ მოქმედებებს ვაჩერებთ, რომელსაც კიევის რეჟიმი უკვე ბოლო 8 წელია დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ომი უნდა შეწყდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ კიეველი რადიკალების ნამდვილი სახე. ისინი გუშინ ისევ თავს დაესხნენ კასეტური ბომბებით დონეცკის ქალაქებს. მოკლეს 20 და დაჭრეს მშვიდობიანი მოქალაქე. ყველა ეს ფაქტი იმალება დასავლეთში, სადაც ამ დრომდე გრძელდება ისტერია რუსეთის წინააღმდეგ.
 
ჩვენ ყველა ამ ფაქტს ვაგროვებთ და გადავცემთ ყველას მტკიცებულებებს, თუ რას წარმოადგენს უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება, რა პოზიციებს გამოხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის ჩათვლით და როგორი დამოკიდებულება აქვთ მოვალეობების მიმართ, რომელთაც მათ აკისრებს გაეროს წესდება, ეუთოს გადაწყვეტილება და მინსკის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს და დაარღვიეს ჩვენი დასავლელი კოლეგების ხელშეწყობით.
 
მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფის შესახებ მიმდინარეობს ამ პროცესში, მონაწილე ყველა მხარისთვის გარანტიების უზრუნველყოფის და უკრაინის დემილიტარიზაციის კონტექსტში, რომ ამ ტერიტორიიდან რუსეთისთვის საფრთხე არასდროს წამოვიდეს. ასევე აუცილებელია, ყველა დისკრიმინაციული მიდგომის მოხსნა, რომელიც დაუწესეს რუსულ ენას, რუსულ განათლებას, კულტურას და მასობრივი ინფორმაციის მიწოდების წყაროებს
“, - ამბობს ლავროვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები