საქართველოში უკრაინის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა

საქართველოში უკრაინის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა

15-03-2022, 16:02 - 2022
946
       

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის ელჩის კონსულტაციაზე გაწვევაზე ისაუბრა.
 
მან თქვა, რომ ელჩთან კონსულტაცია თანამედროვე პირობებში შეიძლება სხვადასხვა ფორმატით ჩატარდეს.
 
უკრაინის ელჩი 1 მარტს გაიწვიეს კონსულტაციებისთვის. თავისი მოვალეობის შესასრულებლად ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 
 
თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. 
 
როგორც იცით, უკრაინა სამი კვირაა, ომშია, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. 
 
ომის პირობებში დიპლომატია შორდება კლასიკურ მდგომარეობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობაზე
“, - განაცხადა კასიანოვამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები