იგეგმება ირაკლი კობახიძის გაპრეზიდენტება - ნიკა გვარამიას განცხადება

იგეგმება ირაკლი კობახიძის გაპრეზიდენტება - ნიკა გვარამიას განცხადება
15-03-2022, 15:51 - 2022
1 445

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე გახდეს. 
 
ნიკა გვარამია ეხმაურება მმართველი პარტიის მხრიდან, პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას.
 
კარგად ჩანს რა იგეგმება. იგეგმება ირაკლი კობახიძის გაპრეზიდენტება. 
 
თქვენ იცით, რომ ახალი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს და არჩევნები აღარ ტარდება, ხმოსნები აკეთებენ ამას. 
 
ხმოსნებში შედიან არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ შედის აფხაზეთის უზენაესი საბჭო და აჭარის უზენაესი საბჭო, საიდანაც ხმების უდიდეს რაოდენობას წამოიღებს „ოცნება“, ასევე შედიან ამ გაყალბებული თვითმმართველობის არჩევნების გზით საკრებულოდან წარმოდგენილი წევრები. 
 
გასაგებია რაც მოხდება, თუ პირველ ტურში ვერ მოიგებს კობახიძე, მეორე ტურში უკვე 50%-იც საკმარისია, სურვილი არის ასეთი. საკონსტიტუციო იმას დაწერს, რაც „ოცნებას“ უნდა
“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა