„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ის წერს, რომ მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
„მთავრობამ“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
პრეზიდენტს რომ სულაც პროცესუალურად დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტთან შეთანხმების გარეშე ეწარმოებინა საგარეო ვიზიტები, ზურაბიშვილის პოზიციონირება ბოლო კვირებში იყო ჩვენი საერთაშორისო პრესტიჟისთვის და ნდობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის.
ამავდროულად, გეოპოლიტიკურად ასეთ რთულ და მძიმე ვითარებაში როცა ხელისუფლება იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და დამატებით პოლიტიკური რყევებისთვის იმეტებს ქვეყანას, ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე და უკრაინის ომზე.
და ბოლოს, იმპიჩმენტის პროცედურის ასეთ დროს ინიცირებით, თავადვე უპირისპირდებიან იმ არგუმენტს, რომ ასეთ მძიმე დროს სახელისუფლებო ცვლილებები/გადაადგილებები არაა ქვეყნისთვის სასარგებლო“, - წერს გურამ იმნაძე.