„მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე თუ რატომ უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უარი დასავლეთში ვიზიტებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო მთავარი არგუმენტი ვიზიტებზე უარის.
„მე მიმაჩნდა მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში.
ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, - აცხადებს ღარიბაშვილი.