ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდა

ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდა
15-03-2022, 11:44 - 2022
752

ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდა. 
 
GWP მიზეზად ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე „წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს“ ასახელებს.
 
15 მარტის დილის 10:00 საათიდან 16 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
 
ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის,  ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის  მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
 
ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის,  ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის   და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის  მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის,  ზედაზნის,  გარეჯის, ახალ მოწამეთა,  იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის,  რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.
 
ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა