„იმპიჩმენტი, მე მგონია, რომ არ დადგება ჩვენი მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა რომ პრეზიდენტის ქმედება არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა.
„მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობის მიუხედავად თუ სალომე ზურაბიშვილი მაინც წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან.
წინასწარ შეუტყობინებლად რაღაცების კეთება პარლამენტში, პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.