ფრანგი აქტივისტი, პიერ აფნერი აცხადებს, რომ „აიღეს პუტინის ციხე-სიმაგრე“.
აქტივისტების თქმით, ისინი შეიჭრნენ ფრანგულ ვილაში, ქალაქ ბიარიცში და აპირებენ, რომ იქ უკარაინელი ლტოლვილები განათავსონ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც უკრაინის დროშას აფრიალებს ვილის აივნიდან.
„ახლა ხალხის სასახლე მზადაა პუტინის რეჟიმის ლტოლვილებს მიესალმოს“, - ამბობს კაცი ვიდეოში.