მამუკა მდინარაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს

მამუკა მდინარაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს
13-03-2022, 16:28 - 2022
3 008

„ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 
 
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო.
 
პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ უფრო გლობალური ხდება, ვიდრე შეიძლება ვიღაცისთვის ეს ერთი შეხედვით ჩანდა. 
 
ჩვენმა ქვეყანამ თუკი რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს და აარიდოს ჩვენს ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აღარ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში. 
 
აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც,  ასევე სამწუხაროდ,იღწვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი, ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც ამას აკეთებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, როგორც აქამდე, არამედ ქვეყნის გარეთაც
“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა