ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარმა დასტაბილურება დაიწყო

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარმა დასტაბილურება დაიწყო

13-03-2022, 13:47 - 2022
801
       

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის  განცხადებით, ლარმა დასტაბილურება დაიწყო.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესები დასტაბილურდა.
 
დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა სტაბილიზაცია, წონასწორობის წერტილის მონახვა დაიწყო. 
 
ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები ზუსტად ისეთივეა, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ. 
 
გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი. ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. 
 
შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის. იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა
“, - განაცხადა  ლევან დავითაშვილმა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები