ნიკა მელია საგანგებო განცხადებას აკეთებს

ნიკა მელია საგანგებო განცხადებას აკეთებს

11-03-2022, 23:22 - 2022
1 487
       

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისის მერიის სახელით, რუსულ კომოპანიასთან Metrowagonmash-თან 170 მილიონი ლარის ღირებულების კონკტრაქტი აქვს გაფორმებული.
 
მელიას თქმით, Metrowagonmash-ს კონტრაქტის თანახმად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის.
 
როდესაც მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინის რეჟიმს, იმისთვის, რომ მან ვერ მოახერხოს სამხედრო ინდუსქტრიის დაფინანსება, თქვენ ჩვენი სახელით კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან და არ წყვეტთ კი არა ცალმხრივად კონტრაქტს, ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ“, - აცხადებს ნიკა მელია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები