ვლადიმირ ჟირინოვსკი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს.
ის უკვე გონზეა და თანაშემწეებისგან დოკუმენტებსაც იღებს.
ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს ცნობით, მედიკამენტოზური კომა ორგანიზმის ძალების შესანარჩუნებლად პერიოდულად გამოიყენებოდა.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა კოვიდ-დიაგნოზის გამო.
სამინისტროს ცნობით, ის საავადმყოფოში 2 თებერვალს გადაიყვანეს. პერიოდულად რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.