მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

11-03-2022, 10:35 - 2022
680
       

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
 
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის, გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები