ფინანსთა მინისტრი - ინფლაცია დარჩება მიმდინარე წელსაც

ფინანსთა მინისტრი - ინფლაცია დარჩება მიმდინარე წელსაც

10-03-2022, 21:48 - 2022
903
       

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ინფლაცია მიმდინარე წელსაც გამოწვევა და პროლემა იქნება.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მარტის თვიდან დაიწყებს შემცირებას.
 
ინფლაციასა და ფასებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში, 30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.
 
ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მარტის თვიდან დაიწყებს უფრო შემცირებას და მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება შემცირებული ტრენდით, თუმცა, ის ნიშნული, რომელი ნიშნულიც გვქონდა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ანუ 3%-თან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოს, ამასთან დაკავშირებით პროგნოზები შეიძლება გადაიხედოს, იქიდან გამომდინარე, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა იქნება მსოფლიო ეკონომიკასა და ჩვენს რეგიონში.
 
თუმცა, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს
“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები