„მოვალთ ხელისუფლებაში და პასუხს გაგცემთ“ – „ალტ-ინფოს“ პარტია მოსახლეობას ემუქრება

„მოვალთ ხელისუფლებაში და პასუხს გაგცემთ“ – „ალტ-ინფოს“ პარტია მოსახლეობას ემუქრება

9-03-2022, 22:00 - 2022
2 010
       

პუტინისტური „ალტ-ინფოს“ პარტია ხულოში ოფისის დახურვას ეხმიანება და კვლავ იმუქრება. 
 
მოძალადეები ადამიანებს, რომლებმაც „კოსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს „ტერორისტების მხარდამჭერებად“ და „ისლამისტ რადიკალებად“ მოიხსენიებენ. 
 
მე ამ ადამიანებს ვაფრთხილებ, ჩვენ ოდესმე ხელისუფლებაში მოვალთ და შესაბამის პასუხს გაგცემთ. ის ვინც ჯვარს ეხება, ის ვინც ჩვენს სარწმუნოებას ეხება, მათ შორის ტერორისტებთან კავშირში მყოფ ადამიანების მიმართ გვექნება უმკაცრესი ზომები მიღებული. თქვენ უბრალოდ აღარ გაგაჭაჭანებთ საქართველოში და მით უმეტეს აჭარაში. თქვენ თურქეთის სპეცსამსახურთან ერთად იქიდან უბრალოდ გაგაქრობთ. ეგ არის ჩვენი პასუხი. ხულოშიც გავხსნით ჩვენს ოფისებს და მთელს საქართველოშიც... 
 
ნებისმიერ პროვოკაციაზე გვექნება ადეკვატური პასუხი, ჩვენ პოლიციისგან დასაცავი არაფერი გვჭირს, პირიქით, ჯობია ისინი დაიცვან
“, - ამბობს პუტინისტი გიორგი ქარდავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები